Сообщения

Сообщения за сентябрь, 2017

ტრენინგის მეხუთე დღე

ტრენინგის მეხუთე დღეს ვისწავლე  ბლოგის დიზაინზე მუშაობა.შევისწავლე ფონის შექმნა,შრიფტის ფერის და ზომის შეცვლა. ბლოგზე საქაღალდე და ფოლდერი ავტვირთე. განვიხილე სასწავლო პროექტის  პრეზენტაციის სხვადასხვა შაბლონები,ასევე  გავეცანი საავტორო უფლებების სტანდარტებს APA და  LMA.    

პროექტის ბუკლეტი

ტრენინგის მეოთხე დღე

ტრენინგის დღევანდელი თემა იყო პროექტთან დაკავშირებით მოსწავლეების წინარე ცოდნის შეფასება.ამასთან დაკავშირებით გამოვიყენე სტრატეგია <<ვიცი,მინდა ვიცოდე,ვისწავლე>>.ასევე განვიხილე წინარე ცოდნის სხვადასხვა ტიპის სტრატეგიები.შევქმენი ვორდში შესაბამისი ინდივიდუალური ჟურნალი <<ვიცი,მინდა ვიცოდე,ვისწავლე>>. ასევე შევისწავლე ბლოგში ჩანაწერების რედაქტირება,წაშლა,ვიდეოს და სურათის დამატება.

ტრენინგის მესამე დღე

     დღევანდელ ტრენინგზე საუბარი იყო სასწავლო პროექტების დაგეგმაზე.ამასთან დაკავშრებით განვიხილე და გამოვიყენე ეროვნული სასწავლო სტანდარტები,ასევე გამოვიყენე 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები.განვიხილე მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების შაბლონები.  

ტრენინგის მეორე დღე

ტრენინგის მეორე დღეს გავეცანი 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს.ავარჩიე საპროექტო თემა და თემის ირგვლივ შევარჩიე სამი შესაბამისი ძირითადი უნარები.გავეცანი ბუკლეტის მიზანს.შევისწავლე ბუკლეტის შექმნა.განვიხილე ბუკლეტის შაბლონების სხვადასხვა ვარიანტები.შევქმენი შაბლონზე მორგებული ბუკლეტი.
ტრენინგის პირველ დღეს გავეცანი რა დანიშნულება აქვს პროექტს სასწავლო პროცესში.რა განსხვავებაა გეგმასა და პროექტს შორის.გავეცანი ონლაინ სახელმძღვანელოს.შევქმენი და შევინახე პორტფოლიოს ჩეკლისტი.შევისწავლე ბლოგის შექმნა.